Cavea: მოდით დროზე ადრე, რომ უსაფრთხოება და ადგილებზე განთავსება შეუფერხებლად უზრუნველვყოთ

კინოთეატრების ქსელი კავეა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ფილმზე And Then We Danced დასასწრები ბილეთები, კინოში დაგეგმილზე ადრე მივიდნენ, რათა მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება შეუფერხებლად მოხდეს.

“კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ ვინც შეიძინა “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად”, – წერს კავეა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ჯგუფი, რომელიც ფილმის წინააღმდეგ კამპანიას აგორებს, პროპუტინისტური ფაშისტი და თავისუფლების მტერია
შემდეგი სტატიათელავში ავტომანქანა აფეთქდა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა