გია ვოლსკი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციების გამართვას მიესალმება.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის პოზიცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის ცნობილია.

„მივესალმები კონსულტაციებს, რომელიც პრეზიდენტს აქვს და უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიებთან, რათა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლი იკისროს და შეასრულოს სტაბილურობის გარანტის ფუნქცია. მნიშვნელობა აქვს არა ფორმას, არამედ შინაარსს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტი თუ საჭიროდ ჩათვლის კონსულტაციებს უმრავლესობასთანაც ამის მზადყოფნა არსებობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძემ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
შემდეგი სტატია“სასამართლოს მიერ მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება” – ომბუდსმენი “რუსთავი 2”-ის საქმეზე