“სასამართლოს მიერ მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება” – ომბუდსმენი “რუსთავი 2”-ის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

ამ წუთებში დეპუტატები სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენენ. განხილვას ესწრებიან აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე.

დოკუმენტს უჩა ნანუაშვილი წარადგენს. ანგარიშში სხვა აქტუალურ საკითხთან ერთად საუბარია სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებზე, სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და მედია გარემოს მდგომარეობაზე, მათ შორის კრიტიკულადაა განხილული რუსთავი 2-ის საქმე.

„ჩვენ გაანალიზებული გვაქვს მედია გარემოს მდგომარეობა და ის გამოწვევები, რომელიც არსებობს კონკრეტულად რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. პირველ რიგში ის, რომ სასამართლოს მიერ მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც დროებითი მმართველობა დაინიშნა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა განხორციელდა გასული წლის ბოლოს, თუმცა, მოგვიანებით, ეს გადაწყვეტილება იქნა შეცვლილი და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ანგარიშში. თუმცა, მანამდე იყო ერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ყადაღის არასწორ გამოყენებას სასამართლოს მხრიდან, რომელმაც გარკვეულწილად შეზღუდა რუსთავი 2-ის უფლებები,” – განაცხადა ომბუდსმენმა მისი მოხსენების განხილვის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვას მიესალმება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბაშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება