გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს, რადგან არ დაზიანდეს საქართველოს ინტერესები.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა ამ თემაზე ბჭობა უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ შეგვეძლო ოკუპაციის კანონის მიღება საკმაოდ ადვილად, მაგრამ არის თემები, როლებზეც ბჭობა უნდა გაგრძელდეს. სასრაფოდ და გადაუდებლად არ უნდა განვიხილოთ, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს ინტერესი და ამავე დროს გავაცოცხლოთ მკვდარ წერტილზე გაყინული ვითარება. მხედველობაში მაქვს კონფლიქტური თემის ტრანსფორმირების საკითხი. ამ საკითხზე ბევრი შეკითხვები წარმოიშვა და ამიტომ ამ კანონის ფორსირება არ გავაკეთეთ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო.

banner
წინა სტატიაში“მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება”- შოთაძე თარგამაძის საქმეზე
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი “თბილისის განვითარების ფონდის” გაუქმებას ითხოვს