ალეკო ელისაშვილი “თბილისის განვითარების ფონდის” გაუქმებას ითხოვს

ალეკო ელისაშვილი “თბილისის განვითარების ფონდის” გაუქმებას მოითხოვს და მიზეზად ფონდის გაუმჭვირვალე ფინანსურ საქმიანობას და კორუფციის რისკებს ასახელებს. ელისაშვილის აზრით, ფონდის ფუნქციები შესაძლოა, მერიის სხვა სამსახურებმა შეითავსონ.
„დავრწმუნდი ჩემს პოზიციაში, რომ ეს გაუგებარი ფონდი, სადაც გაუგებარი და კორუფციული გარიგებები ხდება, არის დასახური, გასაუქმებელი და ეს უფლებამოსილება უნდა გადაეცეს კეთილმოწყობის სამსახურს,“ – აცხადებს ელისაშვილი, რომელმაც ეს განცხადება დღეს, საკრებულოში, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელსა და “რესპუბლიკური პარტიის” დეპუტატებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ფონდის გაუქმების, ან მისი სტრუქტურული ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს “რესპუბლიკური პარტიაც” ხათუნა სამნიძის განცხადებით, ფონდის ფუნქციის შესრულება მერიის შესაბამის სამსახურსაც შეუძლია:
“ვერ ვხედავთ ამ პროცესში გამჭვირვალობას, კონცეპტუალურ სისტემურ მიდგომას. ეს არის პრობელმა ფონდის. ვინც არ უნდა იყოს მისი თავმჯდომარე, იქნება ეს ბატონი გიორგი ბაუდარაშვილი თუ სხვა, თუ რა მოხდება მთლიანად მისი სტრუქტურული ცვლილება, ან არ გაუქმედება იმიტომ, რომ იმას რასაც ფონდი აკეთებს, ამის გაკეთება შეუძლია მერიის სამსახურსაც და არ არის სავალდებულო, რომ არსებობდეს ფონდი.” განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“თბილისის განვითარების ფონდის” მოთხოვნით საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უახლოეს დღეებში მერიას და საკრებულოს მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ჩვენ გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა, რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი გახდეს