გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ლევან ყიფიანთან დაკავშირებით პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას” არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს.

„არაადეკვატური განცხადებაა. რას ნიშნავს ზურგი შეაქცია, რომ არ გადავეფარეთ, თუკი მას რაიმე მართლაც ჩადენილი აქვს? ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას” არავითარი სურვილი არ აქვს ნებისმიერ ადამიანს გადაეფაროს. უზნეო კამპანია რომ მიმდინარეობს, ეს არის შემაძრწუნებული. ერთმა უღირსმა ადამიანმა ეს კამპანია დაიწყო და აიტაცა ყველამ. გაურკვეველი პიროვნებები გამოდიან და ამ თემაზე ლაპარაკობენ. ამ მხრივ ყიფიანს თანადგომასაც ვუცხადებთ, მაგრამ გამოძიებას უნდა მისცეს ჩვენებები და გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს მისი ბრალეულობის ხარისხი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

„დღეს ვხედავ, როგორ შეაქციეს ზურგი ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ყიფიანს, ვინც ჩვენთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც ვეღარ ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ვხედავ პოლიტიკურ ელიტაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თანამებრძოლის გაწირვა არ შეიძლება და ეს ცუდად დაუბრუნდებათ.

banner
წინა სტატიაში10 თვეში ფონიჭალაში დაკავებულია 192 პირი
შემდეგი სტატიასაქართველოში დღეს ორი პრობლემაა: სასამართლო და პროკურატურა და მათ სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია