გია ვოლსკი : გაერო-ს გლობალური მიგრაციული პაქტი ხელს შეუწყობს მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებას

სამწუხაროდ, საქართველო თავად არის მიგრანტთა წარმოშობის ქვეყანა და პაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება გლობალურ დონეზე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მათი ინტერესებს, – ამის შესახებ პარლემენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს ეხმაურება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ საქართველო შეუერთდა.

„გულწრფელად თუ პოლიტიკური გამორჩენისთვის გაჩენილი კითხვების საპასუხოდ: 2018 წლის 10-11 დეკემბერს, ქალაქ მარაკეშში (მაროკო), გაერო-ს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში, მიღებულ იქნა მიგრაციის გლობალური პაქტი, რომელიც წარმოდგენს სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტს.

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური მასშტაბით მიგრაციის უკეთ მართვას. მიგრაციის პაქტი არ ეხება ხელმომწერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების საკითხებს, მეტიც ამ თემაზე დოკუმენტში საერთოდ არ არის საუბარი. მიგრაციის პაქტი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია მიგრაციის საკითხების გადაწყვეტისას ცალკეული ქვეყნების ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების პატივისცემა და იქ არსებული რეალობის, შესაძლებლობების და განვითარების დონის მხედველობაში მიღება“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულირებადი მიგრაციის შესახებ მსოფლიო პაქტი მარაქეშში გაერო-ს კონფერენციაზე 164-მა სახელმწიფომ 10 დეკემბერს დაამტკიცა.

34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.

banner
წინა სტატიაში91 მომხრე – 9 წინააღმდეგი – 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია – პრეზიდენტი საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე