სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია – პრეზიდენტი საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე

სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია ვის მოსდის თავში არ ვიცი – ასე ეხმაურება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საჯარო მოხელის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები საჯარო მოხელის სტატუსს აღარ მიიღებენ.

პრეზიდენტი ამ ცვლილებას ინკვიზიციურ აქტს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი პირდაპირ შეიძლება იქნას აღქმული, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა.

პრეზიდენტი ამბობს ეს ცვლილებები სადამსჯელო და ინკვიზიციური აქტია და ეს შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც მას.

ეს განცხადება პრეზიდენტმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც სტუდენტებს ხვდება.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : გაერო-ს გლობალური მიგრაციული პაქტი ხელს შეუწყობს მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებას
შემდეგი სტატიაროგორც სიმღერაშია “დამთავრდება უხერხული ღიმილი” თუ ივანიშვილი პრემიერად დაბრუნდება – პრეზიდენტი