გია ვოლსკი – არის თემები, რომელსაც პარტიის რიგებში ვერტიკალური მართვა სჭირდება

region
ავტ.: region აპრილი 2, 2019 19:40

გია ვოლსკი – არის თემები, რომელსაც პარტიის რიგებში ვერტიკალური მართვა სჭირდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არის თემები, რომელსაც პარტიის რიგებში ვერტიკალური მართვა სჭირდება. მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „შპიგელში“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეაფასა.

„ზოგიერთი ნიუანსის გარდა, ზუსტად ის არის, რაც თვითონ ბიძინა ივანიშვილმა მათ შორის, ყრილობაზე თქვა. ახალი არაფერია. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და დაპირისპირების გარკვეული ტალღაა, რომელიც უნდა გაჩერდეს.

არის თემები, რომელსაც პარტიის რიგებში ვერტიკალური მართვა სჭირდება. პარტიას მშენებლობა სჭირდება. მგონია, რომ იგივე თემა, ოღონდ ცოტა უფრო ფართოდ თავად ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა, როცა დაბრუნდა. მგონი, სალომე ზურაბიშვილმა გაცილებით იმაზე ნაკლები თქვა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.

region
ავტ.: region აპრილი 2, 2019 19:40

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics