გია ხუხაშვილი: თამაში უნდა დაიწყო მაშინ, როცა ხელზე კარგი კარტი გაქვს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“იმისთვის, რომ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებებს აზრი ჰქონდეს, არ უნდა არსებობდეს ე.წ. წითელი ხაზები, რისი გადაკვეთაც შეუძლებელია. სამწუხაროდ, რუსეთისთვის ასეთი წითელი ხაზი არსებობს – ეს არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია. თუ ეს ჩვენთვისაც წითელი ხაზია, მაშინ სტრატეგიულ მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს. ტაქტიკური საკითხების განხილვას კი უმაღლესი დონის შეხვედრები არ სჭირდება, არსებული ფორმატებიც საკმარისია.
ახლა თეორიულად დავუშვათ, რომ ჩვენ მზად ვართ “ვივაჭროთ” ნატოს თემით, ჩვენი ფუნდამენტალური პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების ფასად. აქ რუსეთის მაქსიმალური შემოთავაზება შეიძლება იყოს, რომ ისინი ხელს არ შეგვიშლიან, თუ აფხაზები და ოსები დათანხმდებიან ერთიან ქართულ სივრცეში რეინტეგრაციას. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შეგვეძლება მათ შევთავაზოთ საგრძნობლად მეტი კეთილდღეობა და თავისუფლება, რაც დღეის მდგომარეობით ასე არ არის.
ამიტომ, ასეთი მოლაპარაკებების წარმოებას ჯერ აზრი არა აქვს. თამაში უნდა დაიწყო მაშინ, როცა ხელზე კარგი კარტი გაქვს. ცუდი კარტით ბლეფი კი ბანკირის წინააღმდეგ როგორც მთავრდება, შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერ მოთამაშეს…
ასე რომ, ამ პრობლემის გადაწყვეტის დაწყება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გვექნება აფხაზებზე და ოსებზე ბევრად მეტი კეთილდღეობა და თავისუფლება. მანამდე, ეს ფაფხური მხოლოდ ილუზიაა, რომლითაც პოლიტიკოსები კვებავენ ხალხს საარჩევნო მიზნებით. როგორც ნატოს მომხრეები, ასევე მისი მოწინააღმდეგეები,”-აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ეკა ბესელიას შეხვდა