გიორგი კვირიკაშვილი ეკა ბესელიას შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას შეხვდა. ინფორმაციას და შესაბამის კადრებს ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს. კვირიკაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა მოქალაქეობრივ პოზიციას აქტიურად დააფიქსირებს.

„ერთი საათით ვსაუბრობდით, თქვენ ხომ არ მოგიყვებით. ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება. ეს დიდი ინტერვიუს თემაა“, – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

„რაც მოხდა 20 ივნისს, არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც განცხადება. ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. ზოგი ამბობს, რომ დამაშანტაჟეს, შემაშინეს. მგონი, დაშანტაჟებულ კაცს არ ვგავარ“, – აღნიშნავს ყოფილი პრემიერმინისტრი. მისივე თქმით, რაც მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს აზარალებს. კომენტარი შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამაც გააკეთა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობს და მასთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

„გიორგის აწუხებს მიმდინარე ამბები და ბევრი საკითხი, რომელიც არ შეიძლება, გულგრილს გტოვებდეს“, – აღნიშნა ბესელიამ.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/424452318218026/?t=7

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: თამაში უნდა დაიწყო მაშინ, როცა ხელზე კარგი კარტი გაქვს
შემდეგი სტატიათამაზ ჩოჩია: ყველამ, მტერმა და მოყვარემ უნდა შეიგნოს-სოხუმის ქართველობა ყოველთვის იდგნენ საქარველოს ერთიანობისა და მთლიანობის პოზიციებზე