გია ხარჩილავას საგანგებო ინიციატივა – დაუჭერს თუ არა საკრებულო მხარს წალენჯიხის მერს

„საგანგებოდ!!! წალენჯიხის თვითმმართველობა ფრიად საპასუხისმგებლო ფაზაში შედის!“ – ამის შესახებ წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, საკითხი თვითმმართველობის რეფორმას, ანუ სტრუქტურის იმგვარ რეორგანიზაციას ეხება, რომ მუნიციპალიტეტმა ეკონომიური და ეფექტური თვითმმართველობა მიიღოს.

„ამ რეფორმით მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის ფული დათვლილია, გათვლილია და ეკონომიურად იხარჯება,“ – წერია განცხადებაში, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით წალნჯიხის საკრებულოს წევრებმა უნდა წაიკითხონ.
„2012-2021 წლებში მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდა საშტატო ერთეულების მნიშვნელოვანი მატება ყოველგვარი დასაბუთების, ეფექტურობის და შესაბამისობის დადგენის გარეშე.ჩვენ ვერ მოვიძიეთ ეფექტურობის და შესაბამისობის დადგენის შიდა დოკუმენტაციაც კი.ახალი შტატები იხსნებოდა (!) სურვილის და ბრძანების საფუძველზე. შედეგად მივიღეთ არაეფექტური და არაეკონომიური მერია.

არსებული სურათის შეცვლის მიზნით, მერის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შედგა გასაუბრებები და დაიდო პირველადი დოკუმენტი არსებული მდგომარეობის აღწერილობით. გასაუბრებებზე გამოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული ფუნქციები და მოვალეობები, ხშირია ფუნქციების დუბლირება, ვერ აღწერდნენ ბოლოს შესრულებულ დავალებებს და ის რომ საშტატო ერთეული მორგებულია კონკრეტულ პირზე, სხვადასხვა ნიშნით.ინტერვიუერები და სამსახურის უფროსები ვერ ასაბუთებენ საკუთარ სტრუქტურებს. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ, მერიის რიგ სამსახურებს დღესაც არ აქვთ წარმოდგენილი თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობანი.

რეორგანიზაციის პროცესმა გვაჩვენა, რომ მერიაში არსებობს სრულიად დაუსაბუთებელია 18 სამსჯელო საშტატო ერთეული, რომელთა ხელფასები შეადგენდა წელიწადში დაახლოებით 200000 ლარს. 10 წლის განმავლობაში კი ეს 2 მილიონი ლარია.
სახეზეა უყაირათოდ დახარჯული 2 მილიონი ლარი, ეს მაშინ, როცა თვით მერიის შენობაში არ შეისვლება… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა 6-7 აუშენებელი ბაღი, ან აუშენებელი წყალსადენი, ან მწირი, უკალორიო კვება ჩვენი ბაღის ბავშვებისათვის, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2 ლარიც კი არაა გათვალისწინებული ოთხჯერად კვებაში, ან კიდევ ბევრი სხვა სიკეთე, რაც ასე აკლია წალენჯიხას.
გვაქვს კიდევ უფრო დიდი პრობლემაც ამ ჭარბი, დაუსაბუთებელი საშტატო ერთეულების და სტრუქტურის ფონზე:
✓ არ არსებობს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ტურიზმის (აუცილებელი)სტრუქტურა, შესაბამისად, არც ტურიზმის სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არ გაკეთებულა არაფერი!
✓არ არსებობს ეკონომიკური განვითარების მოდელზე მომუშავე(აუცილებელი)სტრუქტურა, შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და განვითარების სტრატეგია! ამ მხრივაც გვაქვს-არაფერი!
✓ არაეფექტურია საზოგადოებასთან კომუნიკაცია!
✓არ არსებობს დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სტრუქტურა, შედეგად, არ კონტროლდება თანამშრომლების,სტრუქტურების, მიერ თავიანთი ვალდებულების შესრულება,“ – წერია განცხადებაში.
მთელ ამ ამბავში კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანია მერიის ინიცატივა, რომელიც 18 გაურკვეველი და დაუსაბუთებელი შტატის გაუქმებას, ასევე, ტურიზმის სტრატეგიის, ეკონომიკური განვითარების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი სტრუქტურების შემოღებას და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის საკითხის მოწესრიგებას ითხოვს.
„მიმაჩნია, რომ დღეს ნოვატორული მიდგომის, რეფორმის, რეორგანიზაციის დროა. პოლიტიკურ, პარტიულ კონიუნქტურაზე დაშენებული სტრუქტურა ვერ იტვირთავს იმ გამოწვევების გამკლავებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარება, ეფექტური მერია, გვჭირდება ყოველი თეთრის ეკონომია, გვჭირდება ქმედითი სტრუქტურები და უმაღლესი კვალიფიკაცია…
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავ საკრებულოს, პოლიტიკურ ძალებს, ფრაქციებს, მივიღოთ მონაწილეობა და მივიღოთ თამამი გადაწყვეტილებები – მხოლოდ წალენჯიხისთვის,“ – აცხადებს წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა.

ერთი სიტყვით, როგორც იტყვიან, ხელთათმანი ნასროლია. ახლა ჯერი საკრებულოზეა, ანუ თუ საკრებულო ხარჩილავას ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ წალენჯიხა ქვეყანაში ერთადერთი მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც დემოკრატია კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს. იმ შემთხვევაში კი, თუ საკრებულო ხარჩილავას ინიციატივას წაუყრუებს, გამოვა, რომ საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტი ფეხზე ჰკიდიათ და თანამდებობები მხოლოდ პირადი მიზნებისთვის უნდათ! იმედია, წალენჯიხის საკრებულო ქართული ოცნების 9 წლიან მმართველობის სტილით არ გააგრძლებს მუშაობას….

banner
წინა სტატიაში1 ივნისს SOLO Kids Market-ი გაიმართება
შემდეგი სტატიაჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა