ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა

ირაკლი ღარიბაშვილი მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემაზე – ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება

ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა. ამ ორდენის მონიჭება, ამავე დროს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაური გამოხატავს დიდ მადლიერებას იერუსალიმის პატრიარქის, მისი უნეტარესობა თეოფილოს III-ისადმი ამ ძალზე იშვიათი ჯილდოსთვის.

“მე ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება და რომელმაც ჩვენი ხვალინდელი დღეც უნდა განსაზღვროს”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავას საგანგებო ინიციატივა – დაუჭერს თუ არა საკრებულო მხარს წალენჯიხის მერს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს