გია ჭანტურიას უკვე მეორედ ,,ადეპორტებენ,, უკრაინიდან

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა უკვე მეორედ დააკავეს და მეორედ აძევებენ ქვეყნიდან ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს გიორგი ჭანტურისა, მეტსახელად ,,გია,,-ს.


უკრაინული მედია, კიევის პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ,, ე.წ. ,,კანონიერი ქურდი,, გია, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში დეპორტაციის შემდგომ, სამშობლოში დამზადებული ყალბი დოკუმენტებითა და სხვა გვარით, 6 ივლისს ისევ დაბრუნდა უკრაინაში, სადაც მისი ყოფნით საფრთხეს უქმნის საზოგადოებას,,
,,გიორგი ჭანტურია 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ეწეოდა კრიმინალურ მოღვაწეობა. ამ პერიოდის განმავობაში, ის არაერთხელ იყო გასამართლებული და სასჯელს იხდიდა მძიმე დანაშაულების გამო,, აცხადებს უკრაინული მედია, რომელიც გია ჭანტურიას, კიევის აეროპორტიდან თბილისში დეპორტაციის ფოტოსაც აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაში28 წლის დრის უბაქირი ბრალდებას უარყოფს
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში წლეულს სამი პრინცი გარდაიცვალა