28 წლის დრის უბაქირი ბრალდებას უარყოფს

28 წლის დრის უბაქირი, რომელიც ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი   ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით მას  პირადი დოკუმენტები მოიპარეს და სატვირთო მანქანა მისი სახელით დაიქირავეს. პოლიციამ უბაქირის იდენტიფიცირება, სწორედ სატვირთო მანქანების გამქირავებელი ფირმის მონაცემებით მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ დრის უბაქირი პოლიციას კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. წარსულში კი, გარკვეული დრო პატიმრობაშიც აქვს გატარებული, ის 2012 წელს გათავისუფლდა. უბაქირი მაროკოს მოქალაქეა.

როგორც ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) კონტროლქვეშ მყოფი საინფორმაციო სააგენტო Amaq news agency აცხადებს, ბარსელონას ტერაქტზე, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე დაშავდა, პასუხისმგებლობას ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო,, იღებს.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის საქმეზე პოლიციას ამ ეტაპზე ორი ადამიანი ჰყავს დაკავებული. ერთი ეჭვმიტანილი კი ლიკვიდირებულია. დაპირისპირების დროს ორი სამართალდამცველი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიასადის რეჟიმმა ოპოზიციის წინააღმდეგ მომწამვლელი გაზი გამოიყენა
შემდეგი სტატიაგია ჭანტურიას უკვე მეორედ ,,ადეპორტებენ,, უკრაინიდან