გია ცერცვაძე მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა

გია ცერცვაძე პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ის ამ წუთებში თავის მეუღლეს და ადვოკატს ხვდება.ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის მეუღლემ გია ცერცვაძის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ყველას დიდი მადლობა, ყველას, აბსოლუტურად ყველას,“ – განაცხადა ტატიანა მესხმა.

შეხვედრას საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საკონსულოს თანამშრომლებიც ესწრებიან.ელჩის განცხადებით, “ყველა იმ ძალისხმევამ გაამართლა, რაც იყო ჩატარებული”.

https://youtu.be/CgsxLSa3FLU

გიორგი ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით პირველი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, თუმცა კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი.

„პროკურატურამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა რომ არ დაეპატიმრებინა. პირველი ეტაპი გავიარეთ, გათავისუფლება, მეორე ეტაპია გასავლელი რომ არ გადასცენ რუსეთს და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა რუსეთში,“-განაცხადა ქსენია პროკონოვამ.

მისივე თქმით ექსტრადიციის პროცესის შემოწმება გრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის პროკურატურას 40 დღე აქვს. პროკურატურის ოფიციალური პოზიცია ცნობილია, თუმცა სამართლებრივად ის ჯერ გაფორმებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცერცვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე კახი კალაძის ინტერვიუს ეხმიანება–ეს არის კატასტროფული გარიგება