რომან გოცირიძე კახი კალაძის ინტერვიუს ეხმიანება–ეს არის კატასტროფული გარიგება

“ახლა ვუსმინე საზოგადოებრივ მაუწყებელზე სალომე ასათიანის ინტერვიუს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან.მიუხედავად იმისა, რომ აქაც შეეცადა იგი ელაპარაკა სიცრუე და გამოეყენებინა დემაგოგიის ჩვეული ტექნიკა, რითაც იგი სხვა გადაცემებში ჩაგრავდა ხოლმე მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში არაფერი გამოუვიდა”–წერს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ამ კონტრაქტის მავნებლობა ნათლად იქნა მხილებული.
ასე უნდა მოემზადოს ყველა, როცა მსგავს რთულ საკითხებზე აპირებს საუბარს. რაც შეეხება ხელშეკრულებას, ამ და მსგავს საუბრებში მომხდარი წამოცდენებისა თუ ინფორმაციის შეგნებულად გამჟღავნების საფუძველზე, ჩვენ მოვახდინეთ მისი რეალობასთან ძალიან მიახლოებული რეკონსტრუქცია. მოვიპოვეთ ასევე ზოგიერთი კონფიდენციალური მასალაც. მალე მას გამოვიტანთ საზოგადოების სამსჯავროზე.
შედეგს წინასწარ გეტყვით: ეს არის კატასტროფული გარიგება. ტრანზიტის საფასური ფარავს მხოლოდ გაზის რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს. ლარის გაუფასურებისა და სხვა გარემოებათა გამო, მომავალში რუსული გაზის სომხეთამდე მიტანა შეიძლება გახდეს ზარალიანი და საქართველოს იქით მოუწიოს ფულის წამატება ანუ სუბსიდირება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კონტრაქტით ქართულ მხარეს არ რჩება რაიმე შემოსავალი, რომ იყიდოს რუსეთისგან გაზი. მისი შედეგი ჯერჯერობით ნულია, რომელიც მიისწრაფვის მინუსისკენ. დანაკარგები-უზარმაზარი.
ხელშეკრულების დადების მოტივებს დაადგენს მხოლოდ ობიექტური გამოძიება. ეს ადრე თუ გვიან მოხდება.
რომან გოცორიძე

 

banner
წინა სტატიაშიგია ცერცვაძე მეუღლეს და ადვოკატს შეხვდა
შემდეგი სტატიამექსიკის პრეზიდენტმა კედლის მშენებლობაზე დავის გამო აშშ-ში ვიზიტი გადადო