ღმერთს ნუ ელოდები, ის შენშია, ხან სიყვარულის, ხან მონატრების, ხან ცრემლების, ხან ღიმილის სახით…

ღმერთი ყველას გვშია და გვწყურია. განსაკუთრებით მათ, ვინც ჯერ კიდევ დავობს იმაზე, არსებობს თუ არა… მასთან მისვლა არასდროს არის ადრე და გვიანი, ყოველთვის დროულია…
ყველა მივსულვართ ეკლესიის კარებთან და გვიტირია… ხშირად დაკეტილი დაგხვდრია და უფრო მეტად გვიბღავლია… გვითქვამს, ღმერთმაც მიგვიხურა კარებიო… არა, ღვთის კარები მაშინაც ღიაა, როცა მას ადამიანები კეტავენ… მისი გასაღები წრფელი სინანული და თავდაუზოგავი სიყვარულია… ისეთი, საკუთარ ინტერესზე უარს რომ გათქმევინებს და სხვისი სიხარულით გაბედნიერებს… საკუთარ თავში გამოკეტილები ღმერთს ვერ იპოვნიან…
გაგვიჭირდა და მივედით?! ეს არ არის გულწრფელობა… ასე ყველა იქცევა… როცა ძალიან კარგად ხარ, ან საერთოდ არ ხარ ამ ქვეყანაზე, ისე რომ ხარ გათიშული და ღმერთთან მაინც მიდიხარ, ოღონდ არ იცი რატომ… უბრალოდ, ინტუიციას მიყვები, მაშინ ხარ ნამდვილი… თავიც რომ არ გახსოვს და მაინც ღმერთს ებღაუჭები, მაშინ ხარ ადამიანი…
რომ არ იცი, რატომ გიყვარს და მაინც გიყვარს, ეს არის სიყვარული…
ღმერთს ნუ ელოდები, ის შენშია, ხან სიყვარულის, ხან მონატრების, ხან ცრემლების, ხან ღიმილის სახით… მთავარია დანახვა შეძლო, დანახვა ბურუსში!..

 

 

პეტრე კოლხი

banner
წინა სტატიაშირუსეთში მოწამლული ასლან ბჟანიას ფოტო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა