რუსეთში მოწამლული ასლან ბჟანიას ფოტო გამოქვეყნდა

რუსულმა ტელეგრამ-არხმა “Кремлёвский безБашенник” რუსეთში მოწამლული ასლან ბჟანიას ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიაში გადის მკურნალობას. დე-ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასლან ბჟალია 16 მაისს მოწამლეს, ის თვითგამოცხადებულ რეპუბლიკაში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ. ბჟალიას მოწამვლას დიდი საპროტესტო აქციები მოყვა სოხუმში, აქციების გამო არჩევნების თარიღიც კი გადადო დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

ბჟანიასთან ერთად მოიწამლა მისი მძღოლიც, რომელიც, ასევე, მკურნალობს.
მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბჟანიას ფოტო პირველად ქვეყნდება.

banner
წინა სტატიაში“ნილის” ვალები – ბიზნესმენ „გლობუსას“ ყური მოაჭრეს
შემდეგი სტატიაღმერთს ნუ ელოდები, ის შენშია, ხან სიყვარულის, ხან მონატრების, ხან ცრემლების, ხან ღიმილის სახით…