ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და სფფ-ის ხელმძღვანელობა – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ნაკრებს და ქვეყანას კიდევ ერთხელ მიულოცა გუშინდელი ისტორიული გამარჯვება და აღნიშნა, რომ ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა:

“დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ მათ ღირსების ორდენს. ასევე მთლიანად სამწვრთნელო შტაბი იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე და ფედერაციის ხელმძღვანელობა ასევე იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან” აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პუტინს ჯალათი უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით დაკავებულია რუსეთის ორი აგენტი