ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დღეიდან დასაშვები ხდება

admin
ავტ.: admin ივლისი 13, 2020 10:18

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დღეიდან დასაშვები ხდება

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები ხდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 9 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, კულტურული ღონისძიებების ღია სივრცეში გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, ნებადართული იქნება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენის ჩატარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ გამოფენები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

admin
ავტ.: admin ივლისი 13, 2020 10:18

Google სტატისტიკა


3,257
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics