კობა კობალაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პარლამენტის დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის, კობა კობალაძის შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. კობალაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

საქმე ეხება თბილისში, 24 ივნისს მომხდარ ფაქტს, რომელზეც ინფორმაცია შსს-მ 12 ივლისს გაავრცელა. აღნიშნულ საქმეში კობა კობალაძის შვილი ფიგურირებს.

შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. გარდა ამისა, საქმეზე, შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ორი პირი.

„2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის
შემდეგი სტატიაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დღეიდან დასაშვები ხდება