ღარიბაშვილსა და პარტია ”ქართულ ოცნებას” შორის თანამშრომლობაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს

ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტია ”ქართულ ოცნებას” შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რითაც უპასუხა კითხვას, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თუ რა ფორმით ითანამშრომლებს ის პარტია „ქართულ ოცნებასთან“.
”კონსულტაციები არ მიმდინარეობს”, – განაცხადა კობახიძემ.
იგივე ტიპის კომენტარი გააკეთა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც.

banner
წინა სტატიაშიფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში არავინ იცის როგორი მსოფლიო იქნებოდა დღეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთის პარლამენტმა, პროტესტების მიუხედავად, საპენსიო რეფორმა მიიღო