ფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში არავინ იცის როგორი მსოფლიო იქნებოდა დღეს

ამირან სალუქვაძე:

saluqvadze2ფაშიზმი უდიდესი ბოროტება იყო (ისევე როგორც კომუნიზმი). დღეს ეს თემა ზედმეტადაა პოლიტიზირებული, განსაკუთრებით რფ-ის მხრიდან. ყოველ წელიწადს 2-3 თვით ადრე იწყებენ და ლამის ძალად აზეიმებენ მთელ მსოფლიოს. სიღრმეში არ შევიჭრები. ერთს აღვნიშნავ, რომ მიუხედავად სსრკ-ს ლომის წილისა, დასავლეთის დახმარების გარეშე სხვა შედეგი დადგებოდა.

რუსეთი დღეს სამ რამეს აკეთებს არასწორად ამ ომთან დაკავშირებით:

1. ზედმეტად ახვევს თავს მთელ მსოფლიოს და იდეოლოგიურ ინსტრუმენტად აქცია, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა იყენებს შიდა ბაზარზეც.

2. გამარჯვებას აცხადებს, როგორც მხოლოდ რუსეთის დამსახურებას და არ ცნობს დასავლეთის წვლილს (ომის დაწყების თემა და დიპლომატიური ხრიკები არ განვიხილოთ, ცალკე თემაა). დასავლეთის წვლილში მე სულაც არ ვგულისხმობ მეორე ფრონტის გახსნას. ამერიკის დახმარების გარეშე სსრკ-ს შესაძლოა ომი წაეგო. ნახეთ მონაცემები რა მოცულობის საკვები, ლითონები, ძრავები, თვითმფრინავები, მანქანები და სხვა ფასეულობებია გადმოცემული. რამდენი ტვირთი კი ჩაძირეს გერმანელებმა.

3. ულტიმატუმის ფორმით გიყენებენ საკითხს, თუ აღნიშნავ, მათი ხარ, თუ არ აღნიშნავ – მტერი. და ეს “ნოჩნიე ვოლკი”, გეორგიევსკის ლენტები და ა.შ. ძაან რომ გინდოდეს ზეიმი, ისე ამოიყვანეს ყელში, რომ ჯიბრზე საწინააღმდეგოს გააკეთებ.

უდავოა, რომ ფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში არავინ იცის როგორი მსოფლიო იქნებოდა დღეს და სად ვიქნებოდით. ამას გარდა, ათეულობით მილიონი მსხვერპლი, საკონცენტრაციო ბანაკები, წამება, შიმშილი. ყველაფერ ამ უბედურებას წერტილი დაესვა.

თუ პროცენტულ გამოხატულებაში განვიხილავთ, საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო: ყოველი მეხუთე იქნა გაწვეული, ყოველი 10-ე არ დაბრუნდა. ამას ემატება დაჭრილები და სხვა სახის დაზარალებულები.

დღეს თითო-ოროლა ვეტერანი შემოგვრჩა და ამ ხალხს, პირველ რიგში, მორალური პატივისცემა ესაჭიროება. თუმცა მატერიალური დახმარებებიც არ იქნება ურიგო.

ჩვენს (2-ე მსოფლიო ომის) ვეტერანებს, ასევე ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ფაშიზმი, რომელიც თვით გერმანიამ დაგმო, ვულოცავ ამ ბოროტებაზე გამარჯვების დღეს! ჩვენს ვეტერანებს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ და, როგორც ერთი, რიგითი ქართველი, გულითად მადლობას ვუხდი ყოველივე მათგანს!

 ამირან სალუქვაძე

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაურის განცხადება აბსოლუტურად აცილებულია ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ კურსს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილსა და პარტია ”ქართულ ოცნებას” შორის თანამშრომლობაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს