ღარიბაშვილმა ნიკა მელიას საქმე აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის ფაქტს შეადარა

ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს და მასზე საუბრისას გაიხსენა აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმისას 4 ადამიანის მკვლელობა.

“ეს კრიმინალი რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს და გვეუბნებიან, რომ ის მძიმე დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და რომელსაც შსს და პროკურატურა იძიებს, ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმსა და ხელისუფლების ძალადობით დამხობის მცდელობას, გვეუბნებიან, რომ არ უნდა შევეხოთ ბატონ მელიას. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ ასეთ დანაშაულებზე ადამიანებს ინდულგენციებს აძლევდნენ? მაგალითს გეტყვით, რამდენიმე თვის წინ ამერიკაში კაპიტოლიუმის წინააღმდეგ მოხდა ორგანიზებული შტურმი და თავდასხმა, რომლის შემდეგაც 150 ადამიანი დააკავეს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. რაზე ვსაუბრობთ?”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: დააკავებენ ნიკა მელიას,ოპოზიციის ლიდერებს,მერე მიადგებიან მედიას !
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი 90-იანი წლების გადატრიალებას და პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი გზით დამხობასაც ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს