ღარიბაშვილი 90-იანი წლების გადატრიალებას და პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი გზით დამხობასაც ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს

ირაკლი ღარიბაშვილი 90-იანი წლების გადატრიალებას და პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი გზით დამხობასაც ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს. განცხადება პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ცოტა ხანში მისივე თანაპარტიელებმა უნდა დაამტკიცონ:

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია. ამ 30 წლის განმავლობაშ არაერთი გამოწვევა გამოვცადეთ 90-იანებიდან მოყოლებული. პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი გზით დამხობით, თითქმის 80% ამ შულავერის კომიტეტის, რომელიც ახლა არის შექმნილი ნაცმოძრაობის ოფისში, მონაწილეობდნენ 90-იან წლების გადატრიალებაში.

რა თქმა უნდა ამ ადამიანების ბუნება და ხასიათი არ იცვლება. არც მათი მისწრაფებები და მიზნები, მაგრამ დღეს ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო ძლიერი იყოს- ამბობს ღარიბაშვილი

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილმა ნიკა მელიას საქმე აშშ-ში კაპიტოლიუმის შტურმის ფაქტს შეადარა
შემდეგი სტატიაგლდანის რაიონში ნიკო კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება