ღარიბაშვილი – მინდა კიდევ ერთხელ ყველა ჯარისკაცს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრა სამსახურისთვის, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ჩვენი ჯარისკაცი

დღეს არის ჯარის დღე, მინდა კიდევ ერთხელ ყველა ჯარისკაცს მივულოცო დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრა მათი სამსახურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ჯარი და მეტად იყოს დაფასებული ჯარისკაცი.

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, მთავრობა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული ჩვენი ჯარისკაცი და ამ სამუშაოებს, ამ განახლების პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დაზვერვა – რუსეთი გეგმავს აღმოფხვრას ის, რაც აფერხებს მის სამხედრო შეტევას უკრაინაში
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი აუდიტის დასკვნაზე ქუთაისის მერიაზე – არც ერთი ასეთი ბრალდება, პრობლემა და კითხვა არ დარჩება რეაგირების გარეშე;ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება თითოეულ მსგავს ფაქტზე