ღარიბაშვილი – გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები

თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.

„დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, რომ ომპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 066 პაციენტი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს, დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს