საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 066 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 066 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 711 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 196, „პისიარ“ ტესტით – 13 515.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,31%, ბოლო 14 დღის – 9,64%, ბოლო შვიდი დღის – 9,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 999 343 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 931 507 გამოჯანმრთელდა, 14 481 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 612 313 აცრა, დღიურად აცრილია 2 290.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 500 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 092 პირი.

გუშინ, 16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 304 პაციენტი, გარდაიცვალა 24.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კულუმბეგოვი: და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები