ღარიბაშვილი – „ენჯეოების“ აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს

ყველა „ენჯეოს“ არ ვგულისხმობ, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ ინტერესებს, ყოველდღე მუშაობენ სახელმწიფოს ინტერესების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ისინი ასრულებენ უცხო ქვეყნების დავალებებს და ინტერესებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, როგორ მონაწილეობდა რამდენიმე „ენჯეო“ რადიკალურ აქციებში.

„ტრაგედიაა, მით უმეტეს, ჩვენ არ ვიცით, რა საქმიანობას ეწევიან ისინი, უფრო სწორად ჩვენ ვიცით, მაგრამ საზოგადოებამ არ იცი, რა საქმიანობას ეწევიან „ენჯეოები“. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდნენ ესა თუ ის „ენჯეოები“ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს, თავად იყვნენ ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში ჩართული. გახსოვთ ლგბტ ორგანიზაციის „ენჯეოს “უკან ვინ იდგა, „ნაცმოძრაობა“, მათი დამფინანსებლები ვინ იყვნენ და ა. შ. ლოგიკური კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ თავად ამ „ენჯეოებმა“. უნდა მოეხსნას ტაბუ ამ „ენჯეოებს“. წლების განმავლობაში ეს თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, საპატრიარქოს, ყველას და სანაცვლოდ როცა ჩვენ, საზოგადოება ვსვამთ კითხვებს, ეს არის მიუღებელი, ნურას უკაცრავად, მეგობრებო, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს არცერთი ორგანიზაცია დაფარული და დამალული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა, მან ძალიან დიდი საქმე გასწია
შემდეგი სტატიამედვედევი „კროკუს სითიზე” თავდასხმაზე – ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად ქვეყნისა და სტატუსისა, ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა – ელოდეთ, ნაძირლებო