ბერბოკი: ევროკავშირი კანონის უზენაესობაზეა აგებული, ამისთვის გადის თბილისში ხალხი ქუჩაში

საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ავრცელებს.

“ევროპის თავისუფლების კავშირი კანონის უზენაესობაზეა აშენებული. და ხალხი თბილისში ქუჩებში გამოდის ამისთვის. საქართველოს მთავრობაზე დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც ის „ტვიტერზე“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმამა ზაზა თევზაძე: ახალგაზრდობა მომავლის იმედია, რომ ყველაფერი დამთავრდება გამარჯვებით
შემდეგი სტატიამარკეტა გრეგოროვა პრემიერს – კობახიძე, თუ გგონია, ასე შეინარჩუნებ კანდიდატის სტატუსს, ცდები