რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია შურს იძიებს „კროკუს სითი ჰოლში“ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპული და დაშავებული თითოეული ადამიანისთვის და თავდასხმის ყველა მონაწილე, განურჩევლად წარმოშობის, ქვეყნისა და სტატუსისა, ლეგალური და მთავარი სამიზნეა.
“ცათა სასუფეველი ყველა უდანაშაულოდ მოკლულს! ჩვენ შურს ვიძიებთ ყველასთვის და ყველა, ვინც ჩართულია, მიუხედავად წარმოშობის, ქვეყნისა და სტატუსისა, ამიერიდან ჩვენი კანონიერი და მთავარი სამიზნეა, ელოდეთ, ნაძირლებო”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.