პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჩამოუტანა რუკები, მნიშვნელოვანი მასალა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დავით ხიდაშელი ოთხი წლის განმავლობაში ისე მუშობდა თავდაცვის სამინისტროში, რომ კითხვა არ დასმულა და არ იცის, ახლა რატომ წამოწიეს ეს საკითხი.
„დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ძალიან გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძლიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს.
თუ არ ვცდები, ოთხი წელი იგი იყო სიმბოლურად მრჩევლის თანამდებობაზე, ზოგადად რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დელიმიტაციის საკითხებში, რუკებში და ა.შ. ოთხი წელი ისე მუშობდა, კითხვა არ დასმულა. არ ვიცი, ახლა რატომ აწიეს ეს თემა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.