ღარიბაშვილი ელისაშვილს:ასეთი განზოგადებული კითხვა საიდან მოგდით?

„მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი, გამოდით ამ კომპლექსიდან, „ნაცმოძრაობის კომპლექსიდან“. მე ვიცი, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ამიტომ ზიხართ აქ, პარლამენტში. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, არამედ ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც 100 ათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი აჰყარა, ვინც ბიზნესები დაანგრია, აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. ამ ხალხს ვებრძვი და მე, რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი? ასეთი განზოგადებული კითხვა საიდან მოგდით? მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია და ამ პოზიციას მე ვერ შემაცვლევინებს ვერავინ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება ნორმალურმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა ისაუბროს?! თქვენ იდექით მათთან ერთად და კარგია, რომ გამოეცალეთ და დისტანცირება მოახერხეთ და ნუთუ, ვერ ხედავთ განსხვავებას?!“- ასე უპასუხა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ალეკო ელისაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა პოლიციელებს მიმართავს