ირაკლი ღარიბაშვილი ალეკო ელისაშვილს პასუხობს

“თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მგონი, მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის. თუკი ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა რომ… იმის თქმა მინდა, ამ ადამიანებმა ზიანი სახელმწიფოს კი არ მიაყენეს, თუკი ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი, ვის გულისხმობთ… შეიძლება ყველაზე მეტად მე დავზიანდი. ეს ექვსი წლის წინ იყო. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის – უშეცდომო არავინ ვართ… ფილოსოფიური საკითხია, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აგიხსნით ჩემს მოტივაციასა და ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ. ამ ფორმატში საუბარი ალბათ ცოტა უხერხულია. მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ნათესავი თუ ოჯახის წევრი. ვინც ამ წესებს არღვევს, ვწყვეტ ურთიერთობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად.

პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა კითხვით: „რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?“

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი – ზამთრის კურორტებთან მიმართებაში ბევრი რამ გაუგებარია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ელისაშვილს:ასეთი განზოგადებული კითხვა საიდან მოგდით?