ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ ყველა პრიორიტეტის შესრულებისთვის, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მალე მივიღოთ

ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახბ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად.

„მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი: უკრაინელი ხალხი ეკუთვნის ევროპულ ოჯახს
შემდეგი სტატია“ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ უნდა ევროპა და მზადაა იბრძოლოს საკუთარი ისტორიული არჩევანისთვის”-მელია