ჯოზეფ ბორელი: უკრაინელი ხალხი ეკუთვნის ევროპულ ოჯახს

“ევროკავშირი დაუყოვნებლივ დაიწყებს მზადებას უკრაინის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და ევროკავშირის საბოლოო წევრობისთვის”,-ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა

“უკრაინა გაიმარჯვებს. ევროპა გაიმარჯვებს. დღეს იწყება გრძელი მოგზაურობა, რომელშიც ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ. უკრაინელი ხალხი ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. უკრაინის მომავალი ევროკავშირთანაა. ჩვენ ერთად ვართ მშვიდობისთვის.

ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ მზადებას უკრაინის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისა და ევროკავშირის საბოლოო წევრობისთვის“, – დაწერა ბორელმა ტვიტერზე.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და უკრაინის მომავალი ევროკავშირთანაა.

banner
წინა სტატიაშიდენის შმიგალი: ისტორიული დღე უკრაინისთვის და ახალი ეტაპი ჩვენი ევროპული სახელმწიფოს განვითარებაში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ ყველა პრიორიტეტის შესრულებისთვის, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მალე მივიღოთ