“ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ უნდა ევროპა და მზადაა იბრძოლოს საკუთარი ისტორიული არჩევანისთვის”-მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ უნდა ევროპა და მზად არის იბრძოლოს საკუთარი ისტორიული არჩევანისთვის. მისივე თქმით, ქართველ ხალხს აქვს პერსპექტივა დეკემბერში მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

“საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან – 1918 და 1991 წლებში. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე. დიახ, ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება.

მაგრამ ამგვარივე შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც, დემოკრატიაში უფრო დიდი გამოცდილების და დამოუკიდებლობის უფრო ხანგრძლივი ტრადიციის ევროპელ ხალხებს და შეცდომები თავადვე გამოუსწორებიათ ასე მოხდება საქართველოშიც!

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა რომ უნდა ევროპა; ესმის მნიშვნელობა და მზად არის იბრძოლოს საკუთარი ისტორიული არჩევანისთვის! ევროპამ თქვა რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას – აქვს პერსპექტივა დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

და აი ამ პერსპექტივის რეალიზაციისათვის ვიკრიბებით ხვალ 24 ივნისს 20:00 საათზე”, – წერს ნიკა მელია

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ ყველა პრიორიტეტის შესრულებისთვის, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მალე მივიღოთ
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატები უკრაინას 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს