ღარიბაშვილი ჩხოროწყუელებსაც წარსულზე და “რევოლუციაზე” ელაპარაკა

ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს დღევანდელ საზოგადოებას ერთიანობა აკლია. ამ განცხადების პარალელურად კი პრემიერი უკვე ტრადიციად ქცეულ ზიზღის კამპანიას აგრძელებს და ამომრჩევლებს ისევ წარსულზე ელაპარაკება.

ამჯერად ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლება ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად დათო გოგუას წარდგენისას ლანძღა.

პრემიერი ამტკიცებს, რომ “ოცნების” გარდა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აინტერესებს. ღარიბაშვილი ისევ”რევოლუციის” მოლოდინშია:

“ეს არის ძალა, რომელმაც ვერ აარიდა ჩვენს ქვეყანას ასეთი პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და ოკუპაცია. ესაა ძალა, რომელმაც ტერიტორიები ერთხელ უკვე დაგვაკარგვინა – კოდორის ხეობა, ცხინვალის რეგიონის 100-ზე მეტი სოფელი, ეს ძალა შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას?

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს ძალა რევოლუციის გზით დაბრუნდა ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად გამოიწვევს უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვას, მეტ ქაოსს, არეულობას და დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, რადგან ჩვენი ძლიერი და მტკიცე გუნდი ვართ დღეს ხელისუფლებაში. ჩვენ ხალხისა და ქვეყნის დაცვაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – ამბობს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშისაკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 24 წლის გოგო კორონავირუსით ქორწილში დაინფიცირდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მეტი მოტივაცია გავუჩინოთ მშრომელ ხალხს და წარმატებული მაგალითებით ვაჩვენოთ, რომ შრომა ფასდება