საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 24 წლის გოგო კორონავირუსით ქორწილში დაინფიცირდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონა ქორწილში იმყოფებოდა.

„სრულად ჯანმრთელი იყო, მგონი ქორწილში იყვნენ, ქორწილის “კლასტერით” დაავადდა და როდესაც სიტუაცია დამძიმდა, ბავშვი საკეისრო კვეთით ამოიყვანეს. არავითარი თანმხლები დაავადებები არ ჰქონია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა. გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული, რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი – მეგობრებს, ოჯახის წევრებს უნდა ავუხსნათ, რომ აცრა აუცილებელია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ჩხოროწყუელებსაც წარსულზე და “რევოლუციაზე” ელაპარაკა