ღარიბაშვილი – ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ

მინდა, საჯაროდ დავგმო ის, რაც მოხდა გუშინ. კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტებზე ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და რა თქმა უნდა, შესაბამისად იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არ ჩაერთვება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – პოლიცია მუშაობს აქტიურად, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება, ყველა დაისჯება, ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა