ღარიბაშვილი – პოლიცია მუშაობს აქტიურად, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება, ყველა დაისჯება, ვინც გუშინ ჟურნალისტებზე იძალადა

პოლიცია მუშაობს აქტიურად, დღეს სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა ადმინისტრაციული წესით ამდენიმე ადამიანის დაკავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულა, ის, რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე მოხდა, დასაგმობია.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად, დღეს სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე ადამიანის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა პირი იქნება დასჯილი, ვინც ეს ჩაიდინა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა