ირაკლი ღარიბაშვილი-27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს არ არის კონტრაქცია, როგორც ამას ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით უნდა მოიგოს არჩევნები და ამ მიზნით უნდა ჩატარდეს დიდი და მშვიდობიანი აქცია.

„27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მიზანი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ დიდი, მშვიდობიანი აქცია. ეს არ არის საპროტესტო აქცია. გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი: დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ
შემდეგი სტატიაბურჭულაძე: ჩამოვედი, რომ მხარი დავუჭირო ქუთაისის ნათელ მომავალს ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით