ღარიბაშვილი: დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, იღებს თუ არა პრემიერი პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფატალური შედეგით დასრულდება, ღარიბაშვილის თქმით, ცოცხალ ადამიანზე ასე საუბარი არ შეიძლება.

„მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის, თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი? – არ შეიძლება! ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი 30 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ. როგორ შეიძლება ასე რომ ვსაუბრობთ. თქვენთვის, ხალხისთვისაა ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, თქვენც, ყველას თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში. იქ არის მოწყობილი ყველანაირი პირობა, რაც არ იყო ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. გარწმუნებთ, რომ პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას… 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი-27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება