„ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა” – შსს

შსს-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შემოუშვებდა საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. „ღამის მგლების“ ორგანიზებულ დაჯგუფებებს, რომლებიც თბილისში, 9 მაისთან დაკავშირებით, მასშტაბური პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ. ამის შესახებ შსს-ში, ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წარმომადგენლების მისვლის კომენტირებისას განაცხადეს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს „ღამის მგლების“ არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ. შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების – „ღამის მგლების“ ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს“- აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაში“გრამატიკული შეცდომებიც კი იყო ქვეყნის ძირითად კანონში”
შემდეგი სტატია“კონტროლი შეიძლება ძნელიცაა, ღამის მგლების, როგორც ერთიანი ჯგუფის შემოშვება არ მომხდარა”- გუგული მაღრაძე