,,გგონიათ, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მომრიგებელი მოსამართლე ვარ?!”

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა
ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.

”თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის?! – რასაკვირველია, ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მე არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ჯერ ამის აუცილებლობა არ გვქონია. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები მოგვარდება მოლაპარაკებებით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყნისთვის უკეთესია. ვფიქრობ, არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას მაისის დასაწყისში გეგმავს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა.

banner
წინა სტატიაში,,შეიძლება იდეალური არაფერია, მაგრამ ისეთ რამეს ვერ დავიბრალებთ, რასაც გვაბრალებენ”
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი