ირანი ურანის გამდიდრების ლიმიტს ათ დღეში გაზრდის

ირანმა განაცხადა, რომ მცირედგამდიდრებული ურანის წარმოების მოცულობას ათ დღეში გაზრდის, რაც ბირთვული შეთანხმების კიდევ ერთ-ერთი პუნქტის დარღვევას ნიშნავს. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის მდივანმა ბეჰტუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ ათ დღეში მცირედგამდიდრებული ურანის რაოდენობა 300 კილოგრამს გადააჭარბებს – ზუსტად ამ მოცულობის ლიმიტი აქვს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების თანახმად ირანს. “ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის მეორე ფაზაში ჩვენ მზად ვართ ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული ნორმაზე 3,76%-ით მეტი ვაწარმოოთ” – თქვა კამალვანდიმ და დაამატა, რომ მას 20%-მდე აიყვანს. ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ ირანი აშშ-ს სანქციებისგან დაიცვან და რომ მათ მოქმედება უნდა დაიწყონ ნაცვლად ლაპარაკისა – reuters-ი წერს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ირანს შორის ურთიერთობა 2018 წელს დაიძაბა, როცა შეერთებულმა შტატებმა ბირთვული შეთანხმების შესახებ 2015 წლის ხელშეკრულება დატოვა. რამდენიმე თვის წინ შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგერმანული ქალაქის მერი გერმანიის მოქალაქე არ არის