გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა საზღვრების ჩასაკეტად მზაობისკენ მოწოდება გააკეთა

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა საზღვრების ჩასაკეტად მზაობისკენ მოწოდება გააკეთა

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა საზღვრების ჩასაკეტად მზაობისკენ მოწოდება გააკეთაგერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა ალექსანდრ დობრინტმა კანცლერ ანგელა მერკელს მოუწოდა საზღვრების ჩასაკეტად მზად იყოს – ჩინოვნიკმა შესაბამისი განცხადება დღეს Münchner Merkur-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა.
“მე გირჩევთ საზღვრის გარდაუვალ ჩასაკეტად მოემზადოთ და ამასთან დაკავშირებით შეიმუშავოთ გეგმა” – განაცხადა მინისტრმა, რომელიც ქრისტიან-სოციალისტური კავშირის წევრი და მერკელის პარტიის საპარლამენტო მოკავშირეა.

მინსიტრმა მიგრანტებთან დაკავშირებით კანცლერის პოლიტიკა გააკრიტიკა და მას კურსის შეცვლისკენ მოუწოდა: “გერმანია მეტ მიგრანტს ვერ მიიღებს, ჩვენ ზღვარზე ვართ. მიგრანტები ინტეგრირებას ვერ ასწრებენ და არც ის არ დავივიწყოთ, რომ შეზღუდვები გვაქვს შრომის ბაზარსა და საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით”. მისი თქმით, მიგრაციის პრობლემა უმნიშვნელოვანესია გერმანიისა და მისი მოკავშირეებისთვის.

“თუკი რა დავხურავთ საზღვრებს, ევროპა მუხლებზე დაეცემა. ანგელა მერკელმა უნდა მოგვცეს ამის სიგნალი: “არ არის საჭირო იმაზე ფიქრი, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია უბრალოდ ადგეს და გერმანიაში მოვიდეს უკეთესი ცხოვრების მოსაძებნად” – განაცხადა მან.

სამიგრაციო კრიზისი ევროპაში 2015 წელს დაიწყო.

ვირუსის ბლოკატორები