აფხაზეთში თურქული პროდუქტი 1 მარტიდან აიკრძალება

აფხაზეთში თურქული პროდუქტი 1 მარტიდან აიკრძალებააფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ იმ თურქული პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლის რესპუბლიკაში შეტანა 2016 წლის 1 მარტიდან აიკრძალება. შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ გამოსცა.

“საუბარია თევზზე, თევზის ხორცზე და თევზის ფქვილზე, ასევე კარტოფილზე, ტომატებზე, ხახვზე, კომბოსტოსა და კიტრზე. რაც შეეხება ხილს, ეს არის ციტრუსები, ყურძენი, ნესვი, პაპაია, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ბალი და ალუბალი” – დააკონკრეტა ე.წ. მთავრობის პრეს-სამსახურმა.
შეზღუდვა არ მოქმედებს პროდუქტებზე, რომელიც პირადი მოხმარებისთვის არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ აღნიშნული შეზღუდვები რუსული მხარის რეკომენდაციით მიიღო.
რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობა 24 ნოემბერს მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-24 ჩამოაგდო თავის საზღვართან.

banner
წინა სტატიაში“თვითმკვლელობა არა, ეს განზრახ მკვლელობაა”
შემდეგი სტატიაგერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა საზღვრების ჩასაკეტად მზაობისკენ მოწოდება გააკეთა