ლევან ბეჟაშვილი – გვესმის, რომ სუს-ს, პენიტენციურ სამსახურს პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა ამოძრავებს სამედიცინო პერსონალს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ამაში უკვე პირველ რიგში დამნაშავეა სამედიცინო პერსონალი – უნდა აღიარონ, რომ დღეს ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, ისინი პრაქტიკულად, სუს- ის და პენიტენციური სამსახურის დავალებების შემსრულებლები არიან.

„გვესმის, რომ სუს-ს, პენიტენციურ სამსახურს პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რა ამოძრავებს სამედიცინო პერსონალს, რატომ ღალატობენ მათ მიერ დადებულ ფიცს, სამედიცინო ეთიკას და პროფესიულ სტანდარტებს, როცა პრაქტიკულად არიან სუს- ის და პენიტენციური სამსახურის დავალებების შემსრულებლები. მოვუწოდებ მათ პროფესიული, ეთიკური სტანდარტებით იმოქმედონ, რადგან რეალურად ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდა. მარტო სასიცოცხლო პარამეტრები არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას და უნდა აღიარონ, რომ დღეს ქართული სამედიცინო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნის
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – „ხალხის ძალის“ გზავნილი პირდაპირ აღიარებითი ჩვენებაა, რომ ჩვენ ვღალატობთ ქვეყნის ინტერესებს მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის ფული და ძალაუფლება შევინარჩუნოთ